|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წელს ნაკლები რაოდენობის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდება

2015-2016 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ახლად დაბეჭდილი მხოლოდ 30 პროცენტი იქნება. ამის შესახებ დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  განაცხადა.  მისი თქმით, წელს შეძენილი თუ დაბეჭდილი სახელმძღვანელოები  დაახლოებით 6 მილიონ ლარის იქნება. აქედან დაახლოებით 4 მილიონი ლარი არის პირდაპირ შესყიდული გამომცემლებისგან. დანარჩენზე მიმდინარეობს ბეჭდვა, ხოლო ბეჭდვისთვის გამოცხადებულია ტენდერი.
  გასულ წელს განათლების სამინისტროს ორივე ტიპის წიგნების დასაბეჭდად მთლიანად 13 მილიონი ლარი დასჭირდა.

"შარშან დაიბეჭდა მთლიანი რაოდენობის 60%. წელს დაიბეჭდება 30%. ამ ეტაპზე დასრულებელია უკვე ჩაბარებული სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია და მათი ძირითადი ნაწილი ვარგისია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.


 

ავტორი: ანა ჯიქია