|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 456 გრ ჰეროინი, 380 აბი „სუბოტექსი“, 21 კილო და 800 გრ მარიხუანა, 67 კგ კანაფი, „მეტადონი“, „მეტამფეტამინი“ და სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ავტორი: ნიუპრესი