|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს

 პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის  შესახებ" კანონპროექტს  ვეტოს  დაადებს. 
ამის შესახებ  პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
" ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია კანონპროექტის მიზანშეწონილობა პროფესიული კუთხით. შესაბამისად, ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ნაწილის განვითარებას რაიმე ფორმით აზიანებს, იქნება ვეტოდადებული", - განაცხადა აბაშიშვილმა. 
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტების პაკეტი წინააღმდეგობაშია ასოცირების ხელშეკრულებასთან. აბაშიშვილის განმარტებით,  ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი,  შესაბამისად, დაირღვა საქართველოს მთავრობის #59 განკარგულება, რომელიც სწორედ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. მისი თქმით, ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონმდებლობას შეეხება, ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
პარლამენტში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მწვავე დებადების ფონზე
მიმდინარეობდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე