|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წისქვილკომბინატები ხორბლის მოსავლის მისაღებად მზად არიან

ქვეყნის მასშტაბით მოქმედი წისქვილკომბინატები ხორბლის მოსავლის მისაღებად მზად არიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ,,გლობალ აგრო“ ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ხორბლის უხვი მოსავალი და ალოობის დაწყება იყო.
 შეხვედრაზე წისქვილკომბინატების წარმომადგენლებმა ფქვილის იმპორტის მექანიზმებისა და ფასების რეგულაციების საკითხები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მონიტორინგის გამკაცრების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
 საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული წისქვილკომბინატები სრულ მზადყოფნაში არიან შეისყიდონ ხორბლის მოსავალი და ამით ხელი შეუწყონ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში.
 სასტუმროში ,,ამბასადორი“ გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ესწრებოდა. წლევანდელი უხვი მოსავალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღნიშნული დარგის განვითარების სწორმა პოლიტიკამ და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებამ განაპირობა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის დაქვეყნის მასშტაბით მოქმედი წისქვილკომბინატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი: ანა ჯიქია