|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" ვინ (რამ) მოკლა ლევან აბზიანიძე?"

ქუთაისში ლევან აბზიანიძის  დაღუპვასთან დაკავშირებით დისკუსია სახელწოდებით " ვინ(რამ) მოკლა ლევან აბზიანიძე?" მოეწყო. დისკუსია "სახელოსნო პრაქსისის" ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეებმა ლევან აბზიანიძის დაღუპვასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

" შემთხვევა, რომელიც  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაკვალიფიცირდა, ცალსახად არის მკვლელობა. დევნამ და ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკამ გამოიწვია ლეტალური შედეგი. დაიღუპა ადამიანი, რომელსაც ძალით ჩაუტარეს ნარკოტესტირება. ჩადენილია დანაშაული, როდესაც ადამიანს დაალევინეს შარდმდენები, წნევა დაუვარდა და გარდაიცვალა. ზოგადად, ეს არის  ძალადობის უკიდურესი გამოვლინება",- განაცხადა, დისკუსიის მონაწილემ  ბექა წიქარიშვილმა. 

დისკუსიაში მონაწილეეები  აპროტესტებენ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანებზე, რომლებიც დაავადებულნი არიან  ამ სენით. მათი ლოზუნგია მხარდაჭერა და არა დასჯა, თანაგრძნობა და არა დევნა.

შეგახსენებთ, 18 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების დროსპოლიციამ ლევან აბზიანიძე განყოფილებაში ნარკოტესტის ჩასატარებლად გადაიყვანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პოლიციამ რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინარასაც მისი სიკვდილი მოჰყვა.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი