|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების მინისტრი ქუთაისის მე–7 სკოლაში იმყოფებოდა

ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლის 900–მდე მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების, რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ. განახლებული სპორტული დარბაზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი სკოლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაზეა გადატანილი (გადახურვა, გათბობის სისტემები, სველი წერტილები), სამინისტრო ყოველწლიურად ათეულობით სკოლაში ახორციელებს დახურული თუ, ღია სპორტული მოედნების კეთილმოწყობას და ამით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლაში ბოლო წლებში, გარდა სპორტული დარბაზისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებს. წელს სკოლას სამედიცინო ოთახიც შეემატა.

ავტორი: ანა ჯიქია