|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე?

"ნიუპრესი" აგრძელებს ადგილობრივ ჩინოვნიკთა ქონებრივი მდგომარეობის გაცნობას. ამჯერად იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პაატა ნადირაძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.
 ნადირაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში - გარე კახეთის 3, ფართობი - 106.00 კვ.მ. მისი მეუღლის ეკატერინე ფორჩხიძის სახელზე გაფორმებულია კიდევ ერთი ბინა, ასევე თბილისში. (ვარკეთილი. ფართობი - 71.00 კვ.მ) გარდა ამისა, გუბერნატორის მოადგილის საკუთრებაშია სახლი ჭიათურაში. ასევე მიწის ნაკვეთები ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში, ფართობი - 1000.00 კვ.მ და ოზურგეთის რაიონში, დაბა ურეკში, ფართობი - 375.00 კვ.მ.
მეუღლის, ეკატერინე ფორჩხიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა toiyta rav4 2005 წ. რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, პაატა ნადირაძის სახელზეა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „რიკო კრედიტი“ ფასიანი ქაღალდი თამასუქი 63000.00 USD 1 ოდენობით.
 პაარა ნადირაძე იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის მოადგილედ 2015 წლის მარტში დაინიშნა. 
დეკლარაცია კი შევსებულია 2015 წლის 7 მაისს. მასში არაფერია ნათქვამი ვიცე-გუბერნატორის სახელფასო ანაზღაურებაზე.

ავტორი: ანა ჯიქია