|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არტ-გენი 2015" იმერეთში გაიხსნა (ფოტო)

"არტ-გენი 2015" სიმონეთში გაიხსნა.  ფესტივალი დავით კლდიაშვილი სახლ-მუზეუმის ეზოში მიმდინარეობს.  აქ დღის მანძილზე სხვადსახვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. ფესტივალზე წარმოდგენილია  ხელნაკეთი ნივთები და მსურველებს მათი შეძენის საშუალება აქვთ. ასევე მზადაა სცენა კონცერტისთვის, სადაც ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოვლენ. საკუთარ პროგრამას წარმოადგენენ "შავფაროსნები".
 წლევანდელი "არტ-გენის" მთავარი თემაა ბიბლიოთეკა და წიგნია.
  ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი ,,არტ-გენი” 2004 წელს საორგანიზაციო ჯგუფ ,,არტ-გენი”-ს მიერ დაარსდა. ყოველწლიურად, ზაფხულობით, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კონცერტებს ფესტივალის დამფუძნებელი ზაზა (ზუმბა) კორინთელი და სხვა შემსრულებლები მართავენ.










ავტორი: ანა ჯიქია