|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვერეს ხეობაში შესაძლო მშენებლობები მოქალაქეებმა გააპროტესტეს

ვერეს ხეობაში მშენებლობების შესაძლო დაწყებას, "ქართული მანჰეტენის" აშენებას გარემოს დამცველებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს. აქცია თბილისში საკრებულოს შენობის წინ გაიმართა. ვერეს ხეობაში ე.წ. "ქართული მანჰეტენის" აშენების  იდეა რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. "ვითხოვთ პრევენციულ ღონისძიებებს. რეკრეაციული ზონის მაღალი სტატუსი მიენიჭოს მზიურის ტერიტორიას, ვერეს ხეობას, იპოდრომის ტერიტორიას. ეს უნდა იყოს უსაფრთხო. არც კი გაივლონ თავში რაღაც მშენბებლობების დაშვება",- განაცხადა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელმა ნანა ფერაძემ.

აქცია სოციალური ქსელში მოქალქეების მიერ დაიგეგმა. 


ავტორი: ანა ჯიქია