|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების შემოსვლა შეჩერებულია

საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შემოსვლა დროებით შეჩერებულია, რაც მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი ხდება. საქმე ისაა, რომ საბერძნეთს თავად აქვს ეკონომიკური პრობლემები, რის გამოც დღეს  საბერძნეთში ბანკები არ მუშაობს.  ამ ერთი კვირის განმავლობაში მოსახლოებას ბანკომატებიდან ყოველდღიურად მხოლოდ 60 ევროს გამოტანის უფლება ექნება.

ქვეყანას იმედი აქვს, რომ ბანკების მუშაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება, მათ კოლაფსისგან იხსნის. საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის ალბათობის ზრდის გამო მოსახლეობას ბანკებიდან ფული გამოაქვს, რაც ქვეყანაში საბანკო პანიკის შექმნის პროვოცირებას მოახდენს.

საბერძნეთს მისი კრედიტორების მიმართ 317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხის რესტრუქტურიზაციაზე თანახმა არიან, თუკი საბერძნეთი დაუყოვნებლივ გაატარებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაზეც საბერძნეთის მმართველი პარტია სირიზა წინააღმდეგია.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა, რომელზედაც ბერძნულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება მომავალში ქვეყანას.

საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორების შორის 'ცივი ომი" 6 ივნისს დაიწყო, როდესაც საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 300 მილიონ ევროიანი სესხი არ დაფარა.

30 ივნისს ქვეყანამ 1.5 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი უნდა გადაიხადოს, თუმცა, ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანას სავარაუდოდ ფული არ ექნება. საბერძნეთი უკვე აღიარებს, რომ ივნისის ბოლოს, სავარაუდოდ, დეფოლტს განიცდის.

საბერძნეთის პრობლემები საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება, რადგან ქვეყნიდან  წასული მიგრანტების დიდი ნაწილი სწორედ საბერძნეთში ცხოვრობს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი