|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს კეთილი სურვილების გარდა ვერაფერს სთავაზობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები აისახება, არა მხოლოდ იქ მყოფ ქართველებზე, არამედ საბერძნეთის მოსახლეობაზეც. კერესელიძის თქმით, საქართველო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს კეთილი სურვილების გარდა ვერაფერს სთავაზობს.
"საბერძნეთი უკვე დიდი ხანია ამ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე არის მცდელობა, რომ მოლაპარაკება მოხდეს ევროკავშირთან ვალის გასტუმრებაზე და ა.შ. ქვეყანა არის დეფოლტის წინაშე და რა თქმა უნდა, ეს აისახება იმ ქართველებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ, არამედ მთელი საბერძნეთის მოსახლეობაზე. სამწუხარო ფაქტია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ კეთილი სურვილების გარდა, ბერძენ ხალხს და იქ მცხოვრებ ქართველებს არაფერი შეგვიძლია ვუსურვოთ. ძალიან რთული პროცესია, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას როგორც საბერძნეთი, ასევე ევროკავშირი", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი