|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა სირიაში ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ბრძოლის დროს. პანკისის ხეობაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა 6 თვის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მათთვის უცნობია, როგორ მოხვდა სირიაში. 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძივახევიდან იყო. იგი საქართველოს მე-4 მოქალაქეა, რომელიც ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.

ავტორი: ანა ჯიქია