|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორი მუზეუმი გაიხსნა და არა დუქანი"

ნატო ქათამაძის განცხადებას ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ამირან ხვადაგიანი ეხმაურება. ქათამაძის თქმით, ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობა დაკავებულია, საბილიარდოების, დუქნების და სახინკლეების გახსნით. 

ბოტანიკური ბაღის დირექტორის ამირან ხვადაგიანის განმარტებით,  ბაღში ბილიარდის გახსნა სულაც არ არის ცუდი საქმე.
"ბილიარდი სამეფო თამაშია და ამაში ცუდს ვერ ვხედავ. დუქნებს, რომ ახსენებს ადამიანი ის არის დუქნის დონეზე მოაზროვნე. ორი მუზეუმი გაიხსნა და არა დუქანი. ნიკო მარის  მუზეუმი და ეთნოგრაფიული კუთხე",-აღნიშნა ხვადაგიანმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი