|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე მეტი პრემია და დანამატი იმერეთის გუბერნიაშია გაცემული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ.

ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 3 419 880 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – 2 935 693 ლარი, სახელფასო დანამატი 484 187 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013-2014 წლებში, გაცემული პრემიების ოდენობა ყველა გუბერნიაში შემცირდა, თუმცა 2014 წელს, იმაზე მეტი თანხა გაიცა, ვიდრე – 2013 წელს; პრემიასთან ერთად, სახელფასო დანამატი 2012-2013 წლებში გაიცა მხოლოდ იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიებში, 2014 წლიდან კი სახელფასო დანამატი ყველა გუბერნიაში გაიცემა, 2014 წელს სახელფასო დანამატი მხოლოდ გუბერნატორებს აქვთ მიღებული და როგორც წესი, იგი სახელფასო ანაზღაურების ტოლია. დანამატს გუბერნატორები ყოველთვე იღებენ. 2015 წლიდან სახელფასო დანამატი გუბერნატორთან ერთად სხვა თანამდებობის პირებზეც გაიცემა.

 კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციებმა მხოლოდ პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხების წლიური ჯამები მოაწოდეს. შესაბამისად, კვლევაში ზემოაღნიშნული სამხარეო ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა მიერ მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია ვერ მოხვდა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი პრემია და დასნამათი იმერეთის გუბერნიაშია გაცემული. 2012 წელს- 198 670 ლარი. 2013-ში 106 879 ლარი. 2014-ში  148, 362 ლარი. 2015 წელში კი ჯერჯერობით  გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების ჯამი 40 218 ლარს შეადგენს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე