|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

100 000 ლარად მანქანებს სამუშაოების მონიტორინგისთვის ყიდულობენ

ქუთაისი მერიის "სპეციალური სერვისების" ააიპის მიერ 100 000 ლარიან ტენდერის გამოცხადების აუცილებლობას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე განმარტავს.

მჟავანაძის განცხადებით, სამსახურმა მანქანების შეძენა მონიტორინგზე მომუშავე ჯგუფებისთვის გადაწყვიტა. მისივე განცხადებით, მეორადი მანქანები მალე ფუჭდება, ამიტომ ამჯობინეს ახალი ავტომობილების შეძენა, რომლებსაც  4 წლის განმავლობაში მაინც პროფილაქტიკური სამუშაოები არ დაჭირდებათ.

"სამსახურმა ტენდერი სამი ავტომობილის შესაძენად მონიტორინგის ჩასატარებლად გამოაცხადა. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სამსახურის მიერ 24 საათიან რეჟიმში ხდება სხვადასხვა სამუშაოების შესრულება, რის გამოც მონიტორინგზე გასულ მანქანას რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. ამ დატვირთული გრაფიკის გამო ავტომობილები მალე ფუჭდება და მისი შეკეთება ბევრად მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოცხადდა ტენდერი.  არ არის აუცილებელი 2014 წლის გამოშვება იყოს, უბრალოდ, არ უნდა იყოს მეორადი ავტომობილი, რომელიც მალე ფუჭდება",–განუცხადა გიორგი მჟავანაძემ "ნიუპრესს".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა