|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ გაათავისუფლეს ლევან ბობოხიძე?–უდოს თავმჯდომარის განცხადება

შეწყალების თაობაზე მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის საქმეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დადებითი რეკომენდაცია ახლდა, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადამისივე განმარტებით, მსჯავრდებულთან მიმართებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების უარყოფითი დახასიათების შემთხვევაში, კომისია შეწყალების საკითხს აღარ განიხილავს.
"არა მხოლოდ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, ყველა მსჯავრდებულის საქმეს, როდესაც ის საპატიმრო დაწესებულებიდან შეწყალების კომისიაში შემოდის, გარდა განაჩენებისა და ფორმა #100-ისა, ახლავს სასჯელაღსრულების კონკრეტული დაწესებულების დახასიათება, რომელშიც აღწერილია საქმის დეტალები, ასევე ის, თუ როგორ გაატარა მსჯავრდებულმა საპატიმრო სასჯელი დაწესებულებაში. დებულებით განსაზღვრულია, რომ თუ დახასიათება უარყოფითია, მაშინ მსჯავრდებულის საქმე შეწყალების კომისიაზე განსახილველად საერთოდ არ გამოდის. ბუნებრივია, ლევან ბობოხიძესა და მის საქმეზე დაკავებული დანარჩენი სამი მსჯავრდებულის საქმეზე იყო მხოლოდ დადებითი დახასიათება. ამიტომაც განიხილა ის კომისიამ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტ მარგველაშვილს მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის შეწყალების გამო აკრიტიკებენ. ლევან ბობოხიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმაა.




ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა