|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქულების დათვლის ახალი სისტემა მარტოხელა პენსიონერებს აზარალებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში ცვლილებები გატარდება. სოციალური დახმარების ახალი სისტემა მაისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. ახალი სისტემა ძირითადად ორიენტირებულია მრავალსულიან და ბავშვიან ოჯახებზე, რაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ძირითადი რეკომენდაცია იყო.

„ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი. შედეგების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემა გარკვეულ კორექტივებს საჭიროებს, რადგან ქულების დათვლის ახალი სისტემა პირველ რიგში მარტოხელა პენსიონერებს აზარალებს. მომზადდა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე და მიღების შემთხვევაში, 1 აგვისტოდან ძალაში შევა. უფრო მეტიც, სახელმწიფო აუნაზღაურებს მარტოხელა პენსიონერებს იმ თვეების თანხებს, რა პერიოდშიც მათ საარსებო შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ", - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა