|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ვერ ხარჯავს მერია საბინაო ფონდისთვის გამოყოფილ თანხას?

ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილ და დანგრევის პირას მყოფ  შენობებში რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს. მათ საცხოვრებელი ფართების არარსებობის გამო მიტოვებულ შენობაში უწევდათ ცხოვრება. მერიაში რამდენჯერმე დაანონსეს, რომ საკუთარ ბალანსზე არსებული შენობების აღწერას და საბინაო ფონდის შექმნას აპირებენ.  თუმცა, უკვე მეორე წელია ეკონომიკის სამინისტროდან ამ შენობების გადმოცემის  საჭიროებაზე საუბრობენ.

 მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით,  საბინაო ფონდისათვის საჭირო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 300 000 ლარია გამოყოფილი. მისი თქმით,  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან, მათ ბალანსზე არსებული შენობების გადმოსაცემად, რის შემდეგაც მოხდება შენობების რესტავრაცია, რომ მოსახლეობა, რომელთაც საცხოვრებელი ფართი არ აქვთ, ამ შენობებში დროებით შეასახლონ.

"მთავრია შენობები გადმოგვეცეს, რომ ეს სამუშაოები დავიწყოთ და მოქალაქეები, რომელთაც საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, დროებით შევუშვათ შიგნით. როგორც კი პასუხს მივიღებთ, გამოყოფილი თანხის ფარგლებში მოხდება შენობების რესტავრაცია",–განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

ამ დროისთვის  თავშესაფრის მოთხოვნით ქალაქის მერიაში 900-ზე მეტი მოქალაქის განცხადებაა შესული

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა