|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობისაგან"დისტანცირებისაკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, "გათავისუფლდეს "ნაციონალური მოძრაობის" ზეგავლენისგან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, "ახალგაზრდა უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა ლექსო კობაიძემ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. ისინი პრეზიდენტის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებას აპროტესტებდნენ. როგორც "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც აკაკი ბობოხიძემ მედიაში გააკეთა განცხადება, რომ შემოდგომიდან დაიწყება ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აკაკი ბობოხიძეს საჩუქარი გაუკეთა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ლევან ბობოხიძე შეიწყალა. მისივე თქმით, ლევან ბობიხიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ ჯიბუხიასთან, ხონის გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძესთან ერთად რამდენიმე ხნის წინ ხე-ტყის უკანონო განკარგვისთვის იყვნენ დაპატიმრებულები.
 ნიკოლოზ მჟავანაძემ ასევე გააკრიტიკა შეწყალების კომისია და განაცხადა, რომ არაერთი განცხადება არის შესრული კომისიაში იმ პირების მხრიდან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იდევნებოდნენ და მათი საქმეები არ განხილულა. მათივე თქმით, ახლა კი, პრეზიდენტი იწყალებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვეში მზადდება მერაბიშვილის, ახალაიას და უგულავას შეწყალება. მათ სასჯელი შეუმცირდებათ, რაც ამ პირებს მისცემს საშაულებას ციხის კედლები დატოვონ", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
 "ახალგაზრდა უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელის ლექსო კობაიძის თქმით კი, მარგველაშვილის მიერ ლევან ბობოხიძის შეწყალების ფაქტი პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციაა. მან მოუწოდა მარგველაშვილს გათავისუფლდეს "ნაციონალური მოძრაობის" ზეგავლენისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაც არ უნდა გადაადგილდეს, ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა