|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ქუთაისშიც აღინიშნება

დღეს, 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ღონისძიება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრების მიერ არის ორგანიზებული. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო.

1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

2005 წელს მსოფლიო სამიტზე მიღებული დოკუმენტის შედეგად კი სახელმწიფო მეთაურებმა საკუთარ თავზე აიღეს ვალდებულება უფრო მეტად შეუწყონ ხელი თავისუფლების და პროგრესის განვითარებას, ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემის, დიალოგის და კულტურათაშორისი თანამშრომლობის განვითარებას.

ქუთაისში, ახალგაზრდული ცენტრის წევრების მიერ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  ორგანიზებულია  „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის  (ANI)  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა