|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დეპუტატებმა "ჩააგდეს"

პარლამენტში  „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დღეს, დეპუტატების არ ყოფნის გამო გადაიდო.

კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებს  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უნდა განეხილათ, საკანონმდებლო ორგანოში  მიმდინარე კვირას შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლება ფართომასშტაბიან ამნისტიას გეგმავს.  ამნისტია შეეხება ყველა პირობით მსჯავრდებულს. ასევე პირველად ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს. ხოლო ქალებს, არასრულწლოვნებსა და დამამძიმებელ გარემეობებში დანაშაულის  ჩამდენ პირებს სასჯელის ვადა გაუნახევრდებათ.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საკომიტეტო განხილვის გადადების მიზეზად დეპუტატების ქუთაისში არ ყოფნას ასახელებენ.

კომიტეტების სხდომები მომავალ კვირას, 19 ნოემბრიდან განახლდება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა