|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინელები ახალი მთავრობის გეგმებით დაინტერესდნენ

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს უკრაინელ კოლგებს უმასპინძლეს.

ქალაქში ვიზიტად მყოფ უკრაინის ოლქის – ვინიციის 24 კაციანი დელეგაცია ქალაქის ვიცე–მერმა ამირან ძოწენიძემ და მერიის ადმინისტარაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ  მიიღო.

ვიზიტის მიზანი,   ქვეყანაში  ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები და  კორუფციის დამარცხება იყო. 

"საქართველო  უკრაინელებისათვის სამაგალითო ქვეყანაა  კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ის, რომ  კორუფციის დამარცხება არის შესაძლებელი, ეს ჩვენი ქვეყნის მაგალითზე კარგად გამოჩნდა", – განმარტა თენგიზ თოფურიძემ.   

მხარეებს შორის შეხვედრაზე საუბარი ქუთაისის, როგორც  საპარლამენტო ქალაქის განვითარება–რეაბილიტაციას შეეხო.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით,  ქუთაისის, როგორც  საპარლამენტო ქალაქის მომზადება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებით მოხდა.  

"ქუთაისი უკვე საპარლამენტო ქალაქია. ეს  კი, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ეკონომიკურად განვითარების  თვალსაზრისით", – აღნიშნა შევხედრისას ქალაქის ვიცე–მერმა ამირან ძოწენიძემ.

ვიზიტად მყოფი ვინიციის ოლქის წარმომადგენლები, ქვეყანაში მომავალში განსახორცილებელი რეფორემებითაც დაინტერესდნენ. ამ მიზნით, ვიზიტის ფარგლებში ისინი ცენტარული ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში და იუსტიციის სახლში ხვალ  შეხვდებიან. მანამდე  კი, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან აუდიენციას გეგმავენ.

"მნიშვნელობანია რა გეგმები აქვთ მომავალში ახალ მთავრობას.  ძალიან მიყვარს საქართველო  და წარმატებებს გისურვებთ", – აღნიშნა უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა ვასილ პეტრუკიმ.

უკრაინელი კოლგების ვიზიტი საქართველოში უკრაინის საელჩოს მხრდაჭერით შედგა.

ავტორი: თეკლა მორგოშია