|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე: საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ურყევია

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობები განიხილეს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ და საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა აზერ ჰუსეინმა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში  საუბარი შეეხო  ორ ქვეყანას შორის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობას.

„ბატონი ელჩი მზად არის ქმედითი როლი ითამაშოს იგივე ჩვენი თანამემამულეების, ეთნიკური  აზერბაიჯანელების პრობლემების მოგვარებაში. ჩვენ მზად ვართ ერთად გადავწყვიტოთ ეს საკითხები. ჩვენს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას არაფერი არ ემუქრება. არ არსებობს ძალა, რომელსაც  შეუშლია შეარყიოს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა,“ - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე