|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანის ტყის მახლობლად გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ვერ აქრობენ

წყალტუბოში, სოფელ ნამოხვანის მახლობლად მდებარე ტყეში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ვერ აქრობენ.

წყალტუბოს სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თამაზ ბენიძის თქმით, ცეცხლის ჩაქრობა ვერტმფრენის გარეშე შეუძლებელია.

„ჩვენ ამ წუთას  სოფელ ონჭეშთან ვართ. ტყეში ცეცხლის რამდენიმე კერაა, თუმცა  ხანძარი ჩვენგან იმდენად შორს არის, ცეცხლის მასშტაბის განსაზღვრა შეუძლებელია. მოსახლეობას  და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხშირი და გაუვალი ტყე იწვის. თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახური უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში და მათ რეაგირებას ველოდებით, რადგან ჩვენ ჩვენი ძალებით  ხანძრის ლოკალიზებას ვერ შევძლებთ,“ – ამბობს თამაზ ბენიძე.

შეგახსენებთ, რომ  სოფელ ნამოხვანის მახლობლად მდებარე ტყეში  ხანძარი დღეს გაჩნდა. მეხანძრეების განცხადებით, ცეცხლი ტერიტორიაზე ტყიბულიდან გადმოვიდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე