რადიო "ძველი ქალაქი" იუბილარია
რადიო ,,ძველი ქალაქი" დღეს იუბილარია. 17 წელი არც ძალიან ბევრია და არც ცოტა, თუმცა, საკმარისია იმისთვის, რომ წარმატებული კომპანიის სახელით დღემდე მედია-ბაზარზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ფლაგმანი იყოს. მთელი ამ წლების მანძილზე, რადიო „ძველი ქალაქი" ყოველთვის რჩებოდა საერთაშორისო დონორებისთვის საიმედო და საინტერესო პარტნიორად. არაერთი პროექტი განხორციელებულა მის ეთერში, რომელმაც განაპირობა „ძველი ქალაქის" დღევანდელი იმიჯი - როგორც სანდო და ობიექტური მედიასაშუალება. 30 კაციანი გუნდი, დღესაც წარმატებულ პროდუქციას ქმნის და მისი საეთერო ბადე საინტერესოა.
"ნიუპრესს.გე"-ს სარედაქციო გუნდი ულოცავს კოლეგებს საიუბილეო თარიღს და კვლავაც აუდიტორიის სიმრავლეს, წარმატებებსა და წინსვალს უსურვებს!
ავტორი: ია ბობოხიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა