|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან 321 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 321, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 233, აჭარაში - 608, იმერეთში - 1 059.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 507, აჭარაში - 146, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 24, იმერეთში - 29.

1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 351 - აჭარაში. 19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა