|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა ლატარიას გადადგომა პოლიტიკურ პროცესებთან არაფერ შუაშია- გიორგი ჭიღვარია

ბატონ ნიკა ამის შესახებ დიდი ხნით ადრე საუბრობდა - განაცხადა ქუთასის მერმა გიორგი ჭიღვარიამ  საკრებულოს თავმჯდომარეის ნიკა ლატარიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა ოჯახური მიზეზით დატოვა და ეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება.

"ბატონ ნიკას დიდი ხანია, საუბარი ქონდა ამის შესახებ, ეს მის ოჯახს უკავშირდება.  თვითონ ნიკამაც დაწერა, რომ ეს ამ მოვლენებთან არაფერ შუაშია"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, საკრებულოს თავმჯდომარემ  დღეს თანამდებობა დატოვა.  ნიკა ლატარია "კონსერვატიული პარტიის" წევრია, რომლის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა კოლეგებთან ერთად დატოვა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა