|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკო კვარაცხელია მუშაობდა გრანდიოზულ პროექტზე, რომელსაც ბოლომდე მივიყვანოთ - Feedc

 Feedc ეცდება ბოლომდე მიიყვანოს მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზული პროექტი, რომელზეც ნიკოლოზ კვარაცხელია გარდაცვალებამდე მუშაობდა - ამის შესახებ განცხადებას Feedc-ი ავრცელებს. 

ეს არის პლატფორმა, რომელზეც ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია  გარდაცვალებამდე  მუშაობდა.

 

"ტექნიკური ჯგუფი მადლობას გიხდით Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი თანადგომისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში Feedc-ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს სჯერა ნიკოს ხედვის, და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება Feedc-ის ტექნოლოგიურ განახლებაზე მუშაობა.

ჩვენ მიზანია, რომ ნიკოს იდეა, ჩანაფიქრი და მომავლის ყველა გეგმა, რომელიც Feedc-ს უკავშირდება სისრულეში მოვიყვანოთ. ნიკოს პროექტის მიხედვით Feedc გახდება ყველაზე მასშტაბური კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ბარიერების გარეშე შეეძლება საკუთარი აზრის სხვისთვის გაზიარება, ექნება საშუალება წაიკითხოს მისთვის საინტერესო ბლოგები, ნაშრომები და სტატიები.

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ნიკო კვარაცხელია მუშაობდა ახალ, მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე, რომელსაც ნიკოს არ ყოფნით გამოწვეული სირთულის მიუხედავად, ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ.

ნიკოზე Feedc-ში წარსულში არ ვისაუბრებთ, რადგან ნიკო იყო და არის მომავალის ადამიანი,"- წერია განცხადებაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა