|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპელი სტუმრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემებს გაეცნენ

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD)–ის ქუთაისის დემორკატიის სკოლამ ევროპელი ახალგაზრდების ჯგუფს უმასპინძლა. გერმანელი სტუმრები დემოსკოლის კურსდამთავრებულებსა და მიმდინარე სკოლის მსმენელებს შეხვდნენ. პროექტის „ვინ თუ არა ჩვენ“ ავტორებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, მათ მიერ უკვე დაწერილი ესეების საფუძველზე ევროპაში გამოკვეთილ ახალგაზრდობის პრობლემებზე, გამოწვევებსა და მომავალზე.

 მარტინ შპეერმა და ვინცენტ-იმანუელ ჰერმა პროექტის ფარგლებში 2014 წელს ევროპის 14 ქვეყანა მოიარეს და საკუთარი თვალით იხილეს და განიცადეს ახალგაზრდების მდგომარეობა. გაეცვნენ მათ შეხედულებებს, შეფასებებს, იდეებს თუ დამოკიდებულებებს მოვლენებისადმი. საბოლოოდ, ეს გამოცდილება აქციეს ესეებად და გამოსცეს ბროშურის სახით. აღსანიშნავია, პროექტის სამიზნე ქვეყნების რიგებში საქართველო საერთოდ არ განიხილებოდა, მაგრამ ნინი წიკლაურთან თანამშრომლობა მათთვის ერთგვარი ინსპირაცია აღმოჩნდა. შედეგად, საქართველო აღნიშნული პროექტის მონაწილე გახდა. ნინი წიკლაური ამჟამად ვენის უნივერსიტეტში სწავლობს და აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. ნინის ესე 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. რას ფიქრობენ ქართველი ახალგაზრდები ევროპაზე, რატომ არის უმუშევრობის პრობლემა, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდები იყვნენ აქტიური? რა კურსი აქვს ქვეყანას აღებული და რა ფასეულობები გააჩნია?- ძირითადად ამ თემებზე გაიშალა დისკუსია სტუმარი ჯგუფის წევრებსა და დემოკრატიის სკოლელებს შორის.

გერმანელი ავტორების მიერ საქართველოში ვიზიტის ფაარგლებში მიღებული ინფორმაცია, განწყობები და დანახული პრობლემები ასახვას პოვებს მათ შემდგომ პროექტებში. ჯგუფის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ზაფხულში მიეცემათ შესაძლებლობა კვლავ ჩამოვიდნენ საქართველოში

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი