|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

ნოემბერში ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაემატება

ნოემბერში ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაემატება.  ამის შესახებ ქვეყნის  პრემიერმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოქტომბრის  ბოლოდან ავიარეისების სიხშირე პარიზისა და მიუნხენის  გაიზრდება. 

„პირველი ნაბიჯი იქნება პარიზისა და მიუნხენის მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას და ეკონომიკას მისცემს ცოტა უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე დაგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემდგომ უკვე, ნოემბერში ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად, პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ჩვენ ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო მარტივად დასაქმდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.


გახარიას განმარტებით, სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ექნება პისიარ ტესტი, კარანტინში აღარ გადაიყვანენ და 12 დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციაში გადავა. ხოლო მათ, ვისაც არ ექნებათ ტესტი ჩატარებული, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა