|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე - წულუკიანი გელათზე

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, - ამის შესახებ განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსზე საუბრისას.

მისი თქმით, საუბარია ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელზე, თორნიკე ბარათაშვილზე.  

"მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებთ ასეთ, ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის... საუბარია ბატონ ბარათაშვილზე, რომელიც ავიდა დაუკითხავად ხარაჩოზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით,  გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. 

შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების არასათანადოდ ჩატარების გამო ტაძარში ნალექები ჩაედინება, რის გამოც საფრთხის ქვეშაა უნიკალური მხატვრობა. საკითხი "ევროპა ჩვენი სახლიას" აქტიურობის შედეგად მოექცა საზოგადოების ყუტადღების ცენტრში. გუშინ კი ორგანიზაციის თავმჯდომარემ თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა ვიდეო კადრები, რომელში ტაძარში არსებული მძიმე მდგომარეობაა ასახული.

ავტორი: ნიუპრესი