|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნუ გვისმენთ" - ნიკა ნარსიას აქტივობას მერიასთან ხმაური მოყვა

"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქტივობას მერიასთან ხმაური მოყვა. ნიკა ნარსიამ მერიის შესასვლელთან სტიკეტი წარწერებით "ნუ გვისმენთ" გააკრა.

როგორც ნარიას აცხადებს, ის ამ ფორმით, ფარულ მიყურადღებას აპროტესტებს. მას სტიკერების გაკვრის საშუალება მერიის დაცვამ არ მისცა. დაცვის თანამშრომლებმა მას კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

ნარსიას თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას და დოკუმენტების გადაცემას აპირებდა, სადაც მისი მტკიცებით, ნაჩვენებია, რომ საკრებულოს წევრი თემურ ნადირაძე ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით ეწევა. ნარსიამ შენობაში შესვლა ვერ მოახერხა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა