|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლების სრულად აკრძალვას ფონდი "სოხუმი" ეხმიანება

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტს არაამთავრობო ორგანიზაცია  ფონდ „სოხუმი“ ეხმიანება.
 
„მივიჩნევთ, რომ აფხაზური მხარის უპირობოდ ხისტი გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულად აისახება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, მათი ოჯახების, პედაგოგების ყოფასა და სამომავლო პერსპექტივებზე. მათმა ნაწილმა უკვე დატოვა გალის რაიონი. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა კვლავ დადგა ოჯახების იძულებითი გაყოფის ძალიან დრამატული რეალობის პირისპირ, რაც ადამიანების ფუნდამენტური უფლების უხეში დარღვევაა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს“- აცხადებენ ფონდში
„სოხუმი“.
ორგანიზაციის გაბცხადებით,  დაზარალებული ბავშვების, მათი ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე, ეცდებიოან დროულად მიიტანონ შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები ნაციონალურ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.
 

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

საქმე ისაა, რომ რუსული სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, რომესაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა.

მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა