|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომის ვეტერანებს გარდაბნის მერიამ ფულადი თანხა და სასურსათო პროდუქტები გადასცა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის სამ ვეტერანს და თექვსმეტ მათთან გათანაბრებულ პირს ფულადი ჯილდო გადაეცა.

ომის ვეტერანებს 1000, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს მერიამ 600 ლარი გადასცა.

ასევე, ყველა მათგანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სასურსათო პაკეტები მიიღო.

მეორე მსოფლიო ომში, 1941-45 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან 1552 ადამიანი დაიღუპა, 725 კი დაკარგულად ითვლება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა