|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორი ქუთაისელი ერთმანეთს საფრანგეთში შეეჯიბრა -მამლუქი გამახსენდა"

ქუთაისელი ნანუკა გაგუა 4 წლიდან ჭადრაკს თამაშობს. სპორტის ამ სახეობაში ბებოს დაჟინებული მოთხოვნით შეიყვანეს. თავდაპირველად პედაგოგმა მურმან ესაძემ, მისი მცირე ასაკიდან გამომდინარე, უარი თქვა მოწაფის აყვანაზე. მიუხედავად ამისა, ნანუკას ბებომ, ნანა გუგავამ პედაგოგს გარიგება შესთავაზა. თხოვა, რომ ერთი თვე გამოსაცდელი ვადით აეყვანა და ერთ თვეში შედეგს თუ  ვერ აჩვენებდა, უკან წაიყვანდა. ერთ თვეში  პედაგოგმა განაცხადა, რომ ნანუკა მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა.

„პატარაობიდან ვამჩნევდი, რომ ამ სპორტში ნანუკა შეუდარებელი იქნებოდა. ისე უბრწყვინავდა თვალები. სულ პატარა იყო, როდესაც შევიყვანე ჭადრაკში. მაგიდას ვერ წვდებოდა, თუმცა შედეგი ძალიან მალე აჩვენა.  5 წლის იყო უკვე, როდესაც მესამე ადგილი დაიკავა 8 წლის ასაკის ბავშვებთან შერკინებისას“,-გვიყვება ნანუკას ბებო ნანა გაგუა.

ნანუკა დღითი დღე იზრდებოდა, მეტად თამამი და მიზანდასახული გახდა. ექვსი წლის ასაკში მამის ავადმყოფობის გამო იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა და საფრანგეთში ოჯახთან ერთად  საცხოვრებლად გადასულიყო. ნანუკას ბებო ძალიან განიცდიდა, რომ ის ჭადრაკში ვეღარ ივლიდა. ბებოს დიდმა სურვილმა მშობლებს გადააწყვეტინა, რომ ნანუკა  ჭადრაკში დაებრუნებინათ და ასეც მოიქცენ. ნანუკა ძალიან მალე საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახდა. 3 თვეში შეძლო და მოახერხა წარმატების მიღწევა. ის 2014, 2015 და 2016 წლებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ბებო ემოციურად იხსენებს 2016 წლის გამარჯვებას. გვიყვვება, რომ  ნახევარ ფინალში ორი ქართველი, ორივე ქუთაისელი შეერკინენ ერთმანეთს და პირველ-მეორე ადგილი გაიყვეს.

„ორი ქუთაისელი ერთმანეთს საფრანგეთში  შეეჯიბრა - მამლუქი გამახსენდა. ახლაც ემოციებს ვერ ვმალავ. ნანუკამ პირველი ადგილი აიღო, მეორე ადგილი სალომე შანშიაშვილს ხვდა წილად. ისინი წარმატებას ქვეყნის გარეთ აღწევენ და აქ მათ შესახებ არავინ იცის. იმედი მაქვს ჩემი შვილი სრულად გამოჯანმრთელდება და მალე დაბრუნდებიან საქართველოში და აქ გააგრძელებს  წარმატებით ასპარეზობას“,-აღნიშნა ჩემპიონის ბებომ.

ნანუკა ახლა 9 წლის არის, სწავლობს საფრანგეთის ერთ-ერთ ლიცეუმში. რამდენიმე თვეში საქართველოში უწევს ჩამოსვლა, ბათუმის ჭადრაკის ჩემპიონატში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის ასევე ემზადება ევროპისა და მსოფლიოს ტურნესთვის. საქართველო ძალიან ენატრება, მისი ნივთები, სათამაშოები. უნდა მალე ჩამოვიდეს და სკოლა აქ მის ქალაქში, ქუთაისში დაასრულოს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა