|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორთოპედიული ქამრები სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში”

სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში” სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო  დანიშნულების ორთოპედიული ნივთებია წარმოდგენილი. კომპანია 2012 წლიდან ქართველ მომხმარებელს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის მიმართულებით უმაღლესი ხარისხის სამედიცინო პროდუქციას სთავაზობს. მათ შორის არის ორთოპედიული ქამრები. ეს პროდუქტი ამცირებს წელის არეში ტკივილსა და სხეულის ამ ნაწილს იცავს გადაჭარბებული დატვირთვისგან. არსებობს ოპერაციების შემდგომ გამოსაყენებელი ქამრები. ეს პროდუქცია მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება და ხელს უშლის მუცლის კუნთების მოდუნებას. ჩანართიანი ორთოპედიული ქამრების გამოყენება შეიძლება მალის მოტეხილობის, დისკის თიაქრის, სქოლიოზისა და კიფოზის დროს. გასაბერი წელის კორსეტი, კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთა-შუა დისკების დაზიანების, სპონდილოზისა და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, ზურგის არეში კი გააჩნია პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და სხეულის ამ ნაწილში სითბოს შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს, მაგრამ მეტი სითბური ეფექტისთვის, რეკომენდებულია მატყლის წელის კორსეტის გამოყენება, რათა ამინდის გაუარესებასთან ერთად წელისა და ზურგის ტკივილმა თავი  ნაკლებად შეგახსენოთ. 
  • ხერხემლის კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობის, სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის  ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
  • წელის კორსეტი - არსებობს როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტები. მათ აქვთ დამატებითი პლასტმასის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს წელის ფიქსაციის ხარისხსს. აღნიშნული ორთოპედიული ქამრები გამოიყენება ხერხემლის თიაქრის, სპონდილოზისა და ოსტეოქონდროზის დროს. მათი გამოყენება ასევე რეკომენდებულია ფიზიკური ატქივობისას, წელისა და ხერხემლის სტრუქტურის დაცვის მიზნით.

 

კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ეს პროდუქციაა, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხდება . კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისა და შეკვეთის გაფორმების შემდეგ, შერჩეულ პროდუქტს ადგილზე კონსულტანტი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა