|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს"

პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს - ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ავრცელებს.
როგორც შუშანია სოციალურ ქსელში წერს, პაატა ბურჭულაძე თეატრში დათვალიერების მიზნით იყო მისული.
"დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული). ეს იგივეა,  მესი რომ ჩამოსულიყო "ტორპედოს" სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ. გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ,  თუ ახალ რეკორდებს მოხსნიდნენ,  მეც ვერ წარმომედგინა", - წერს შუშანია.
 
 პაატა ბურჭულაძე ქუთაისში ოპოზიციის მხარდასაჭერად იმყოფება. ის გუშინ ოპოზიციის მერობის კანდიდატის,  ხატია დეკანოიძის მიერ კოალიციური კაბინეტის პრეზენტაციაზე სიტყვითაც გამოვიდა. 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა