|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იმერეთის ყოფილი გუბერნატორია

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელ ყრილობაზე მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გუნდის წევრები წარადგინა. მათ შორის არის იმერეთის ყოფილი გუბარნატორი  ზაზა მეფარიშვილი. ის პარტიის მენეჯერის პოზიციაზეა.

ბურჭულაძის გუნდში არიან ასევე ნინო კუზანოვა, გიორგი თაქთაქიშვილი, ლაშა დვალიშვილი, ლადო კახაძე, მერაბ მეტრეველი, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ქეთი ნიჟარაძე, ალექსანდრე ბაკურაძე, ტარიელ ჭულუხაძე, გოჩა ჭელიძე, ბექა ჟვანია, გიგა ფარტენაძე, კობა ჩიხლაძე, არტიომ ჰამბარცუმიანი, ორხან პირვერდიევი, ირმა დაუშვილი, ირაკლი ყიფიანი, გიორგი პაპავა, გიორგი პაპელიშვილი.

 ბურჭულაძის განცხადებით, მის პარტიას არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ  ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს:  ”მე ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ, ბოლო რამდენიმე თვეა ფეხით შემოვიარე საქართველო. ვიყავი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში. ბევრი პირადად გავიცანი, ბევრს ხელი ჩამოვართვი. ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის, ამიტომ, ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია! ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები! მე მწამს, რომ ეს მნიშვნელოვანი წუთებია თითოეული ჩვენგანის ისტორიაში, რადგან დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს მიძინებულ საქართველოს, რადგან დღეს იბადება ძალა, რომელიც არა შუღლით და მტრობით და ერთმანეთის შეურაცხყოფით, არამედ სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ხალხისთვის!” - განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ.

 შეგახსენებთ, ზაზა მეფარიშვილმა იმერეთის გუბერნატორის პოსტი ერთი წლის წინ დატოვა, ამის მიზეზად ქუთაისის მერიის საქმიანობითა და ტენდერების ბედით მისი დაინტერესება სახელდებოდა. ამის შესახებ მეფარიშვილმა ღია წერილი ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მისწერა, სადაც ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების მიზეზები განმარტა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა