|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ნადირაძემ ჭიათურის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს საკუთარი პროგრამაა გააცნო [R]

ჭიათურის მერობის კანდიდატი,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" პაატა ნადირაძე ჭიათურის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს შეხვდა.

პაატა ნადირაძემ პატივისცემა გამოხატა დარბაზში შეკრებილი საზოგადოების მიმართ და მადლობა გადაუხადა მათ იმ ღვაწლისა და თავდადებისათვის, რასაც ისინი პატარა აღსაზრდელების მიმართ იჩენენ.

მერობის კანდიდატმა დარბაზში შეკრებილებს ის მიმართულებები და საკითხები გააცნო, რომელიც პრიორიტეტული იქნება მისი მერობის განმავლობაში.

,,ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები მერი, რომელიც იზრუნებს თქვენი შვილებისა და აღსაზრდელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. გარდა იმისა, რომ გპირდებით, ჭიათურაში 24 საათიან წყალმომარაგებას, ყველა სოფლის გაზიფიცირებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამ ქალაქში ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონების და მოედნების მოსაწყობად. აუცილებლად უნდა მოხდეს მდინარე ყვირილას ხეობის გაწმენდა, რაც გარკვეული ინფრასტრუქტურის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. ყოველივე ეს კი, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჭიათურაში", -განაცხადა პაატა ნადირაძემ.

მერობის კანდიდატმა საზოგადოებას წარუდგინა ქალაქის ოლქების „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ბაია ასანიძე, ალექსანდრე ციცქიშვილი და ბესო ნადირაძე.

დღესვე პაატა ნადირაძე ჭიათურის სამუსიკო სკოლების, გაერთიანებული ბიბლიოთეკების, ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და აიპიების თანამშრომლებს შეხვდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა