|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პანდემიის ფონზე ყვავილები პრიორიტეტი არ არის"- "ლელო' ქუთაისის მერიას უპირისპირდება

ქუთაისის მერიის მიერ 84 000 ლარის ყვავილების შეძენას "ლელო საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციაში აპროტესტებენ.

ორგანიზაციის წევრმა ვანო კაპანაძემ ბრიფინგზე მერია ადგილობრივი ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მერიამ ქალაქის გამწვანებისთვის თურქეთში შეძენილი ყვავილები დარგო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, როგორ ებრძვიან ადგილობრივ მეწარმეებს.

ვანო კაპანაძის თქმით, პანდემიის ფონზე ყვავილები პრიორიტეტი არ არის და მერიას თანხა მოსახლეობისთვის უნდა გადაენაწილებინა.

"ლელო საქართველოს" ლიდერი, ასევე აცხადებს, რომ წელს გამწვანებისთვის მილიონამდე ლარია გამოყოფილი და შესაძლოა, თანხა არამიზნობრივად გახარჯონ.

 ცნობისთვის, ყვავილები ქუთაისის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ქალაქსერვისმა" შეიძინა.  კომპანია  ქალაქის გამწვანებისათვის  ქალაქის მერიისაგან წლიურად 800 ათას ლარს მიიღებს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა