|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტარის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს

"თავისუფალი ზონის"  წევრები ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია დაკავებულები არიან. ისინი პარლამენტის წინ გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო დაააკავეს, რა დროსაც პარლამენტარ დავით ლორთქიფანიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის დროს დაზიანდა დეპუტატის პიჯაკი.  

"თავისუფალი ზონის" წევრების დაკავების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციიდან იტყობინებიან. როგორც ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი კოტე რატიანი აცხადებს, ამ დრომდე არ იციან  დაკავებულების ადგილსამყოფელი.

ინციდენტის მონაწილეების დაკავებას ადასტურებს შსს-წარმომადგენლობა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი."თავისუფალი ზონის" წევრები 238-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის თანახმად არიან დაკავებულნი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას ითვალისწინებს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა