|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრობის კანდიდატები დაამტკიცა

 

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე  გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 16.  

 

პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები არჩეულია 5 წლის ვადით.

ავტორი: ნიუპრესი