|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრებს პარლამენტში 9 მარტს მოუსმენენ

რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომა გაიმართება.
ზე მინისტრებს მოუსმენენ.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. 

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროტესტებს. პრემიერ-მინისტრის დავალებიტ ხეობაში მინისტრები იმყოფებობდენ და მოსახლეობას შეხვდენ.

ამასთან, ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა შესული. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები.

პეტიციის ავტორები ჰოდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.

ცნობისთვის,  „ნამახვანი ჰესების კასკადი“ იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა