|
  • EUR 1 = GEL 3.6653
  • USD 1 = GEL 3.1112
|

პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება - ვისი ინიციატივით გააკრეს თბილისში სისხლიანი ბანერები

პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება - ამის შესახებ for.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი აცხადებს. ის ადასტურებს, რომ  თბილისში სისხლიანი ბანერები მისი ინიციატივით გააკრეს და აღნიშნავს, რომ ცოტა ნაწყენიც კია, თავიდანმე მის ორგანიზაციაზე ეჭვი რომ არ მიიტანეს. 

"ჩვენზე და ჩვენს ორგანიზაციაზე - "დავასრულოთ" - რატომ არ მიიტანეთ ეჭვი? სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, მეწყინა... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაცები დავასრულოთ და ეს მოხდება არჩევნების წინ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ. იქნება ეს პლაკატების დაბეჭდვა, გაკვრა და საკუთარი სიმართლის დაცვა ყველგან და ყოველთვის...

 

მტერს სახეზე უნდა ვცნობდეთ. პლაკატები კი... პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება პ.ს. ახლა ვნახე, ნანული ჟორჟოლიან-ექსკოდუასაც მოუჩმახავს რაღაც... არ დაუჯეროთ, დაიკიდეთ", - წერს იაკობაშვილი.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, კი მათ 2 პირი გამოავლინეს, რომლებმაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე.

იაკობაშვილმა და მისმა აქტივისტებმა გუშინ მთელ თბილისში მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების სისხლიანი პლაკატები გააკრეს. სიძულვილის ენის შემცველი  ბანერები თბილისში ახლაც გამოფენილია.

ავტორი: