|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

პოლიტიკოსი ბიძინა გაურბის პასუხისმგებლობას პოლიტიკურ კრიზისზე და ბიზნესმენი-ეკონომიკურზე - ირაკლი აბესაძე

პოლიტიკოსი ბიძინა გაურბის პასუხისმგებლობას პოლიტიკურ კრიზისზე და ბიზნესმენი (ოლიგარქი) ივანიშვილი გაურბის პასუხისმგებლობას უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისსა და სიღარიბეზე. ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ოლიგარქის მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში ის ბიზნესს აღარ აწარმოებს, ალიან მძიმე მესიჯია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის...
 
"როგორ და სად მიდის ბიძინა? პოლიტიკოსი ბიძინა გაურბის პასუხისმგებლობას პოლიტიკურ კრიზისზე და ბიზნესმენი (ოლიგარქი) ივანიშვილი გაურბის პასუხისმგებლობას უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისსა და სიღარიბეზე... ქვეყნის ,,პატრონი” ოლიგარქის მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში ის ბიზნესს აღარ აწარმოებს, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე მესიჯია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის...
ბიძინამ ფორმალურად გაასხვისა და 2020 წლის 30 და 31 დეკემბერს სხვადასხვა ფინანსური სქემებით საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ”-ს საკუთრებაში გადასცა (ანუ მისი საკუთრება აღარ იქნება).
პირადი რეზიდენცია თბილისში. საკუთრებაში დაიტოვა მხოლოდ ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი. როგორც ჩანს აპირებს სრულად გაეცალოს ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს; ქართუს ცენტრალური ბიზნეს ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე,  პანორამა თბილისი თაბორის მთაზე და ცეკავშირის შენობა თავისუფლების მოედანზე; სასტუმრო პარაგრაფი შეკვეთილში; პარაგრაფი მწვანე კონცხი; ლაგუნა ვერე და აბრეშუმის ფაბრიკა; სამშენებლო კომპანიები ,,ბურჯი” და ,,ელიტა ბურჯი” და ბევრი სხვა ქონება"- წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის წერილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დღეს გავრცელდა. მან საქართველოში არსებული ქონების ნაწილი საქველომოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცა.

ავტორი: ნიუპრესი