|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პოლიტიკური შეფასება გამოძიების დასრულების შემდეგ მოხდება"

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ქობალიანი სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს ეხმიანება. მისი თქმით, საჭიროა ჯერ ფაქტის სამართლებრივი შეფასება მოხდეს, რის შემდეგაც გაკეთდება პოლიტიკური შეფასება: "ამ ფაქტის შესახებ ინტერნეტში წავიკითხე. პირადად არცერთი მათგანი არ მინახავს, რომ მათგან მომესმინა, რა მოხდა. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ გამოძიებას.  დადგება სამართლებრივი შეფასება და ამის შემდეგ მოხდება პოლიტიკური შეფასება", -განუცხადა  "ნიუპრესს" გია ქობალიანმა.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბექა ყანჩელს  ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა