|
  • EUR 1 = GEL 3.805
  • USD 1 = GEL 3.2295
|

პრემიერმა, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს

ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ,  ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს.

უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა. წელს ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტს 1000 - მდე სტუდენტის მომსახურების შესაძლებლობა აქვს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთლიანად კერძო ინვესტიციაა და ამ პროექტისთვის "ქართუ ბანკმა" მილიარდი ევრო გამოყო.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.18%
უარყოფითად - 49.02%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.8%
სულ - 102 ხმა