|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მივმართავ"-კახი დვალიშვილი

ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, რომელიც "ეროვნული ფორუმის წარმომადგენელია, პოლიტიკურ ზეწოლაძე საუბრობს. ამის შესახებ კახი დვალიშვილმა საკრებულოს სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, წეზოლა მისი პარტიის წევრზე  განხორციელდა.  "ჩემს თანაპარტიელს "ქართული ოცნების" წევრმა შესთავაზა, რომ მმართველ პარტიაში გადასულიყო, წინააღმდეგ  შემთხვევაში სამსახურს დაკარგავდა. მოვუწოდებ "ქართულ  ოცნებას",  თავი შეიკავონ მსგავსი ზეწოლისაგან",–განაცხადა  დვალიშვილმა. 

მისი ამ განცხადების პასუხად  დეპუტატებმა  განაცხადეს, რომ ზეწოლა  მმართველი გუნდიდან არ მოდის, რასაც დვალიშვილიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს  არის "ქართული ოცნების" კონკრეტული წევრის ქმედებაა და მასში ქალაქის თვითმმართველობა ჩარეული არ არის.

"ქალაქის ხელისუფლებიდან არანაირი ზეწოლა არ მოდის. ეს არის "ქართული ოცნების" წევრის აზრი. მოვუწოდებ "ქართული ოცნების" წევრებს, არ გადააჭარბონ თავიანთ უფლებამოსილებას და დაიცვან კანონი. მოგვცენ იმის საშუალება, რომ მშვიდ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი განმეორდება, მივმართავ  პროტესტის უკიდურეს ფორმას,  შიმშილობას",–განაცხადა დვალიშვილმა.

დვალიშვილი მუქარის ავტორისა და ადრესატის ვინაობას არ ამხელს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პარტიის წევრი ააიპ "სპეციალურ სერვისებში" მუშაობს.

 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა