|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართულ ოცნებას“ გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ტოვებს

გურიაში „ქართულ ოცნებას“  პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და საპარლამენტო სიის 94-ე ნომერი გიორგი ხავთასი ტოვებს.

 მისი თქმით, ის 100-მდე მხარდამჭერთან ერთად „სახალხო პარტიას“ უერთდება, რომელშიც რამდენიმე დღის წინ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გადავიდა. 

როგორც გიორგი ხავთასი ამბობს, მმართველი პარტიის დატოვების მიზეზი "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკაა.

"მთავარი მიზეზი არის ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს. ის ნაცზონდერები, რომლებსაც ვებრძოდით 2012 წელს და მას შემდეგ, ისევ წამყვან პოზიციებზე არიან. ჩვენ გადავდივართ სოსო გოგაშვილთან სახალხო პარტიაში", - განაცხადა ხავთასმა. 

მისი თქმით, აქტიურ საქმიანობას ტექნიკური საკითხების მოწესრიგების შემდეგ სექტემბრიდან შეუდგებიან.  

 

ავტორი: ნიუპრესი