|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული ოცნება 47,4 ნაციონალური მოძრაობა 25,2 - ოცნების ახალი კვლევა

 ქართული ოცნება-47,4$,  ნაციონალური მოძრაობა -25,2% - ქართული ოცნება მორიგ კვლევას ასაჯაროებს. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ოცნება თბილისის მერობის არჩევნებს პირველსაცე ტურში , დიდი დამაჯეერებლობით იგებს. 

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ქართული ოცნება

47,4

ნაციონალური მოძრაობა

25,2

გირჩი - მეტი თავისუფლება

4,9

საქართველოსთვის

4,7

მოქალაქეები

3,2

ლელო

2,4

პატრიოტთა ალიანსი

1,9

ევროპული საქართველო

1,8

სტრატეგია აღმაშენებელი

1,7

გირჩი

1,1

ლეიბორისტული პარტია

0,7

ერთიანი საქართველო

0,7

სხვა პარტიები

4,3

 

ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

  • „ქართული ოცნება“-  22 მანდატი
  • „ნაციონალური მოძრაობა“- 12 მანდატი
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“- 2-2 მანდატი

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

კახა კალაძე

60,1

ნიკანორ მელია

29,2

სხვა კანდიდატები

10,7

 

 

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3 პროცენტი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა